
CHC i76
სიზუსტე ხელის გულზე!!

გამოიყენეთ GNSS RTK ყველგან, მიიღეთ სწორი რეზულტატი ყოველ ჯერზე!
CHC i76 არის ხელისგულის ზომის, უკიდურესად კომპაქტური, ვიზუალური RTK GNSS მიმღები, რომელიც აერთიანებს GNSS, IMU ინერციულ სენსორს, ორმაგ კამერებს და ბატარეას, რომელიც 17 საათამდე მუშაობის საშუალებას იძლევა. იგი იწონის მხოლოდ 450 გრამს, აქვს IP68 რეიტინგი და უზრუნველყოფს 96%-იან ფიქსს მზის მაღალი აქტივობის მქონე ადგილებშიც კი.
მისი CAD AR ვიზუალური დაკვალვა დამატებული რეალობის დახმარებით შესაძლებელს ხდის ადგილზე სამუშაოების ოპტიმალურად დაგეგმვას, ხოლო მე-5 თაობის Ultra-IMU ინერციული სენსორი უზრუნველყოფს კომპენსირებას ჯოხის 60°-იანი დახრის დროსაც კი.

ძირითადი მახასიათებლები
გაძლიერებული CAD ვიზუალური დაკვალვა
გაზარდეთ დაკვალვის ეფექტურობა 40%-ით CAD AR ვიზუალური დაკვალვით. ეს ტექნოლოგია აერთიანებს ვექტორულ რუქებს დამატებულ რეალობასთან (AR) რეალურ დროში ვიზუალიზაციისა და დასაკვალი სამუშაოების ოპტიმიზაციისათვის.

მაღალი სიზუსტის GNSS პოზიციონირება
მიაღწიეთ უმაღლეს სიზუსტეს მე-4 თაობის GNSS ანტენით და iStar 2.0 ტექნოლოგიით. i76 უზრუნველყოფს 96%-ზე მეტ საიმედო RTK ფიქსის სიჩქარეს მზის მაღალი აქტივობის რეგიონებში, რაც უზრუნველყოფს საიმედო მონაცემებს.

მე-5 თაობის ულტრა-IMU ინერციული სენსორი
გაზარდეთ გაზომვის სიზუსტე 30%-ით მე-5 თაობის Ultra-IMU ინერციული სენსორით. ეს სენსორი უზრუნვეყოფს ჯოხის დახრის ავტომატურ კომპენსაციას 60°-მდე, რაც უზრუნველყოფს 3სმ-მდე სიზუსტეს ხელით ინიციალიზაციის გარეშე.
კომპაქტური დიზაინი და გამძლე კონსტრუქცია
450 გრამი, კომპაქტური i76 40%-ით უფრო მსუბუქი და 50% უფრო პატარაა ვიდრე ინდუსტრიული სტანდარტები და აადვილებს საველე სამუშაოებს. კამერების საფირონის ლინზებით, 2 მეტრიანი ვარდნის გამძლეობით და IP68 შესაბამისი კონსტრუქციით i76 იდეალური მკაცრი საველე პირობებისათვის.
ინტეგრირებული რადიო მოდემი
i76 შეუძლია იმუშაოს როვერად როგორც CORS ქსელში, ასევე საკუთარ ბაზასთან ინტეგრირებული რადიო მოდემის საშუალებით.
HCE600 საველე კონტროლერი და Landstar 8 საამზომველო პროგრამა
თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით აღჭურვილი, გამძლე HCE600 ანდროიდ საველე კონტროლერი და Landstar 8 საამზომველო პროგრამა i76 GNSS მიმღების იდეალური კომპანიონია. LandStar 8 მონაცემთა შეგროვების, დაკვალვის და საინჟინრო გეოდეზიური ამოცანების გადასაწყვეტი საიმედო აპლიკაცია Android მოწყობილობებისა და CHCNAV კონტროლერებისთვის, რომელიც ამარტივებს სამუშაოებს მარტივი პროცესებითა და ინტუიტიური გრაფიკული ინტერფეისით. LandStar 8 თავსებადია სტანდარტულ მონაცემთა ფორმატებთან მონაცემების შეუფერხებელი იმპორტისა და ექსპორტისთვის და უზრუნველყოფს პროდუქტიულობის მყისიერ ზრდას
ტექნიკური მონაცემები
- GNSS : სრული GNSS (GPS, GLONASS, Galileo, BeiDou, QZSS), 1408 არხი
- IMU ინერციული სენსორი: 200 ჰერცი
- სიზუსტე: 8მმ+1ppm ჰორიზონტალური / 15მმ+1ppm ვერტიკალური
- წონა: 0.450 kg
- ზომა : 106 x 55.6 mm
- ბატარეის მუშაობის დრო : 17 სთ-მდე RTK როვერის რეჟიმში მუშაობისას
- კამერა: ორმაგი
- შიდა მეხსიერება: 8გბ
- საკომუნიკაციო მოდულები: რადიო მოდული (მიმღები), NFC, Wi-Fi 2.4G/5G, Bluetooth®, USB-C

CHCNAV შესახებ

CHC Navigation (CHCNAV) არის დინამიურად მზარდი გლობალური კომპანია, რომელიც დაარსდა 2003 წელს და რომელმაც თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა თანამგზავრული პოზიციონირების, ნავიგაციისა და დედამიწის ზედაპირის კარტირების ინოვაციური გადაწყვეტილებების სფეროში. CHCNAV-ის შტაბ-ბინა შანხაიში მდებარეობს და 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია 1900-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და ქმნის პროდუქციას უახლესი ტექნოლოგიებით ისეთ ინდუსტრიებისათვის, როგორიცაა გეოდეზია, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და საზღვაო კვლევები.
კომპანია ამაყობს ტექნოლოგიების ეფექტურობისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილით. CHCNAV-ის ისეთი პროდუქტები, როგორიცაა i93 IMU-RTK GNSS მიმღებები, RS10 ლიდარი, AA10 საჰაერო ლიდარი, სამშენებლო ტექნიკის მართვის სისტემები და სასოფლო-სამეურნეო ავტოპილოტები, უზრუნველყოფენ შეუდარებელ სიზუსტეს და გამოყენების სიმარტივეს, რაც მათ პოპულარობას ანიჭებს მთელ მსოფლიოს პროფესიონალებში.
დაგვიკავშირდით
ტელეფონი: +995 592 22 25 47
ელ. ფოსტა: info@pmtt.ge